logo_geo
ჟანა ასანიძე: გულწრფელად გეტყვით - პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამომიყენებია!
- +

9 ივნისი. 2017. 14:53



ჩემი სერიოზული სამსახური ზრდასრულ ასაკში ჯორჯიან თაიმსი" იყო, მახსოვს, გოგა ხაინდრავას ინტერვიუში 60 ლარი გადამიხადეს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული გახდა, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი, ბევრი სიმწარეც ვნახე, რომლი გახსენებაც ახლა არ მინდა, მაგრამ ვნახე შედეგები, რომელმაც შემქმნა ჟურნალისტად,"- გვიყვება ჟურნალისტი ჟანა ასანიძე.


ჟურნალისტიკაში ინტრიგა თანმდევი პროცესია. ხშირად სკანდალური სტატიის გამო დავუკითხივარ პოლიციას, ვყოფილვარ საზოგადოების სამსჯავროზე, ყველაზე მძიმე მომენტი ჩემს კარიერაში იყო ერთი ფაქტი, როცა შვილმკვდარი დედისგან ინტერვიუ ავიღე იმ დროს, როცა ის შვილის კუბოსთან იდგა და ტიროდა. არ ვიცი, მაშინ ეს რამ შემაძლებინა, ალბათ იგივე დრო რომ იყოს, ამას ვერც კი მოვახერხებდი, მაგრამ ხშირად დამვიწყნია, რომ ქალი ვარ, ადამიანი ვარ, ჟურნალისტობა სულ სხვა ძალაა. ვირუსივითაა, თუ ერთხელ შეგეყარა, მერე მისით ხარ დაავადებული და ისეთ რამეებს გაკეთებინებს, რომელსაც, როგორც ქალი, ვერ შეძლებდი.

 

მეორე შემთხვევა მახსოვს ასევე მძაფრად, როცა 2008 წელს რუსული ტანკების ორჭოსანში შემოსვლა შეგვატყობინეს. ამ დროს სამსახურში ვიყავი და ყველა იმას ფიქრობდა, რა ექნა, თუ მოვლენები ფატალურად განვითარდებოდა. მაშინ მახსოვს, როგორ ვთქვი მშვიდად, მე არსად წავალ, უბრალოდ შესაძლოა, ქალაქიდან ჩემი შვილი გავიყვანო-თქო. ეს დედის ინსტინქტი იყო, საკუთარ თავზე არც მიფიქრია. რომ ვიხსენებ ამ სიტყვებს, არ ვიცი, რამდენად სწორად ვთქვიჩემი შვილი  დროს მხოლოდ 5 წლის იყო. ორი წლის შემდეგ მოსკოვში ვიყავი ახალგაზრდა ჟურნალისტების კონკურსზე და მახსოვს, როგორი გაბრაზებული ტონი მქონდა, კინაღამ ხელით შევეხე ერთ რუსს, რომელმაც მითხრა, უვარგისი მთავრობა გყავდა და ომი იმიტომ წააგეო. ამ დროს სულ კრიტიკული ვიყავი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მისგან ეს წინადადება ისე აგრესიულად მივიღე, რომ სულ მაკანკალებდა სიბრაზისგან. ხელისუფლების ღირსების დაცვა ჩემი სტილი არასდროს ყოფილა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ის ჩემს ქვეყანას შეეხო და თან ცინიკურად, ამის ატანა კი თავმოყვარე ქართველს, მით უმეტეს, ჟურნალისტს არ შეუძლია. ცეცხლს პირველი არასდროს ვხსნი, მაგრამ თუ გავხსენი, მჭიდის დაცლამდე ვისვრი.

 

გულწრფელი ვიქნები და გამოვტყდები, პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამომიყენებია. ერთი-ორჯერ, მაგრამ ეს იმდენად იყო შეფუთული, რომ დღემდე არავინ იცის. შურისძიება ჩემი სტილი არაა, მაგრამ  ანგარისწორება ალბათ ჩვეულებრივი მომენტია - გაძლევენ მიზეზს, შენ მოქმედებ!

 

თავი მორიგ ეტაპზე სახელმწიფო უწყებაში, საჯარო სამსახურში წარმომიდენია.  პრინციპშისტარტი უკვე აღებული მაქვს."


 

ინტერვიუს  სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=8831  


 

 

 

big_banner
არქივი