logo_geo
ჟანა ასანიძე: ეშმაკზე რამდენიმე დღით ადრე დავიბადე!
- +

9 ივნისი. 2017. 18:18



„ქართული აზრის" კითხვას - ვინ არის ჟანა ასანიძე?  ჟურნალისტი ასე პასუხობს.


ვინ ვარ და რამდენად შევდექი, ეს ალბათ სხვა ადამიანების შესაფასებელია. ზოგნი ცუდს ამბობენ, რადგან არ მიცნობენ და უაპელაციოდ შეუძლიათ ადამიანის განსჯა, ზოგნი კი - დადებითს ამბობენ და ეს მე სტიმულს მაძლევს. დაუმსახურებელი ლანძღვის, შეურაცხყოფის გამო გული ისე მტკენია, რომ არასდროს დამავიწყდება და თავი იმით დამიმშვიდებია, არ მიცნობენ და გარეგნულად, ეტყობა, ასეთად აღმიქვამენ-თქო.

 

ცხოვრებისეული გამოცდილების კვალდაკვალ მეც ბევრი რამ ვისწავლე და ვთვლი, რომ როგორც ჟურნალისტი, რეალიზებული, ხოლო, როგორც ქალი, ეშმაკზე რამდენიმე დღით ადრე დავიბადე, ამან განაპირობა ალბათ ის, რომ ჩემთან ურთიერთობა მოსაწყენი არასდროს არაა, არასდროს იცი, რას მოვიმოქმედებ, რა ნაბიჯის მერე რას ვიზამ, დილით რომ გავიღვიძებ, განწყობის შესაბამისად სიმშვიდეს მოგანიჭებ თუ აპლოკალიფსი გელოდება წინ. ადამიანების ნაბიჯების წინასწარი გამოცნობა შემიძლია, როცა თვალებში ვუყურებ, უთქმელის ამოცნობას ვახერხებ. ეს პროფესიის გავლენაა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში შესწავლილი თვისებებია, ყოველთვის ვხვდებოდი, როდის ჰქონდათ ჩემი მოტყუების მცდელობა. მაქვს ბევრი კარგი გეგმა და მას ეტაპობრივად მივყვები, ძალიან საინტერესოა ცხოვრება და მინდა, ამით ვისარგებლო."

 

 

 

ინტერვიუს  სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=8831

 

 

 

 

big_banner
არქივი