logo_geo
თბილისში წვიმა მთელი ღამე გაგრძელდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
- +

10 ივნისი. 2017. 22:26



სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში წვიმა მთელი ღამე გაგრძელდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, თბილისში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.


მთელი ღამის განმავლობაში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. 12 ივნისუმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და 13 ივნისს შესაძლოა იყოს მცირე ნალექი. 14 ივნისს კი მოსალოდნელია არამდგრადი ამინდები საქართველოში", - განაცხადა დოდო გვაზავამ.


 

big_banner
არქივი