logo_geo
სპეციალური სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან
- +

10 ივნისი. 2017. 22:45



წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. გზებზე ნაშალი მასა ჩამოწვა, რაც გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებს. წვიმის წყალი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მუშაობენ სპეციალური სამსახურები. ადგილობრივებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან.


გეოლოგ გიორგი გაფრინდაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ტექნიკის გამოყენების საჭიროება არ არის.


თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.


 

big_banner
არქივი