logo_geo
ქართული ფეხბურთის მშვენება სერგო კუტივაძე გარდაიცვალა
- +

11 ივნისი. 2017. 03:13



გარდაიცვალა თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე.  ბატონი სერგო 72 წლის გახლდათ.


კუტივაძე ნახევარმცველი იყო. 1962-1966 წლებში თამაშობდა „ტორპედოში", შემდეგ კი ექვსი წელი „დინამოში" გამოდიოდა. ერთი მატჩი საბჭოეთის ნაკრებშიც ჩაატარა.


1974-1984 წლებში თბილისის „დინამოს" სამწვრთნელო შტაბში გახლდათ, ნოდარ ახალკაცის თანაშემწედ მუშაობდა იმ ბრწყინვალე პერიოდში. 1994-1995 წლებში „დინამოს" მთავარი მწვრთნელიც იყო.


„ქართული აზრი" მწუხარებას გამოთქვამს სერგო კუტივაძის გარდაცვალების გამო.












 

big_banner
არქივი