logo_geo
საქართველოში გორან ბრეგოვიჩი ჩამოდის
- +

11 ივნისი. 2017. 18:56



26 აგვისტოს, 20:00 საათზე, „Black Sea Arena"-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება.


როგორც „კვირას" ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბრეგოვიჩის კონცერტზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე უკვე იყიდება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 100 ლარია.


გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც  ასრულებდნენ ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორიცაა: იგი პოპპი და სეზარია ევორა.


მისი მუსიკა  აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს,  ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.


გორან ბრეგოვიჩი მუდმივად  ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას „Wedding and Funerals Orchestra"-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი