logo_geo
ახალგაზრდა ქართველი მოქანდაკის საინტერესო ისტორია
- +

12 ივნისი. 2017. 00:08



მოქანდაკე ერეკლე წულაძის პირველი ნამუშევარი „მე, შენ და ბათუმი" 2012 წლის შემოდგომაზე ბათუმში დაიდგა. ყველაზე ახალგაზრდა მოქანდაკეა, რომელმაც 25 წლის ასაკში დადგა ქანდაკება. "მე, შენ და ბათუმის" გარდა, ბათუმისთვის კიდევ სამი ესკიზი აქვს შექმნილი. ერთი ქუჩის მუსიკოსის სკულპტურაა, მეორე - შეზლონგზე წამოწოლილი გოგონა, ხოლო მესამე - ცნობილი აგრონომის, მებაღე-დეკორატორის იასონ გორდეზიანის ქანდაკება. ვრცლად საკუთარ თავზე ერეკლე  OK!-ის უყვება.



„1987 წლის 26 ივნისს დავიბადე ქალაქ თბილისში. ბაბუა არქიტექტორი იყო, მამა სკულპტიორი. საქართველოში მისი ძეგლები მრავლად დგას, ბიძაც ცნობილი სკულპტიორი იყო. 3 წლიდან ვხატავდი და ვძერწავდი, ძირითადად ნადირობის სცენებს. ძალიან ვერთობოდი. ფეხბურთზეც დავდიოდი და მინდოდა, ამ სპორტს ბოლომდე გავყოლოდი."


 

„მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა გამოფენებში, ბავშვთა ოლიმპიადებში. ძალიან კარგად მახსენდება ბავშვობა. პირველი წარმატება ბავშვთა მსოფლიო დელფიადა აღმოჩნდა, როდესაც მსოფლიოს 90 ქვეყანა თავის წარმომადგენელს წარადგენდა და გამარჯვებულის ნამუშევრები ტოკიოს ბავშვთა მუზეუმში განთავსდებოდა. მეც გამიმართლა და ჩემი ნახატი ტოკიოში აღმოჩნდა. 12 წლის უკვე პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯში განვაგრძე სწავლა გრაფიკის მიმართულებით, შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე."



„ყოველდღიური ცხოვრება და ყოფითი ინსპირაციები ხდებიან ჩემი მუზა. ბევრი გამოფენები და ფესტივალები მქონდა. ცოტა ხნით ვილნიუსში ვიყავი და რომ დავბრუნდი სანათების პატარა კომპანია გავაკეთე, სხვადასხვა ფორმის სანათებს ვამზადებდი. 25 წლიდან ქანდაკებების კეთებას დავუბრუნდი და ბათუმში დაიდგა ქანდაკება "მე, შენ და ბათუმი", რომელიც ძალიან უყვართ ბათუმელებს. 3 სკულპტურას გამოვარჩევდი. ერთი ახლა კეთდება "მერი და გალაკტიონი". შევქმენი ქანდაკება "სიყვარული", რომელიც ჩემს პირველ სიყვარულს ეძღვნება."



„ძალიან მიყვარს კულინარია და საოცარ კერძებს ვამზადებ, ყოველ შემთხვევაში-ასე ამბობენ. ფეხბურთს ვერ ვივიწყებ და დღემდე ვთამაშობ სამოყვარულო დონეზე. ვწერ სცენარებს ფილმებისთვის. ქანდაკების ახალი ინტერაქციული კინეტიკურ სენსორული მიმართულების გამოგონებით ვარ დაკავებული. ამჟამად ვემზადები გამოფენებისთვის."


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი