logo_geo
დავით ნარმანია: პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაცია 10 სექტემბრამდე დასრულდება
- +

17 ივნისი. 2017. 11:40



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაცია 10 სექტემბრამდე დასრულდება.


მისი თქმით, გაიმართა სამუშაო შტაბის სხდომა, რომელზეც ოპერატიული გადაწყვეტილებები და დავალებები შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს.


აღნიშნულზე დაყრდნობით უკვე დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. დილიდან კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარებილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული", - განაცხად ნარმანიამ.


მისივე თქმით, შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.


მეორე მხრივ, სამუშაოები ისეთნაირად უნდა ვაწარმოოთ, რომ დისკომფორტი მინუმუმამდე დავიყვანოთ როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი თავიდან ბოლომდე ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ", - განაცხადა ნარმანიამ.


მისი თქმით, პროექტი ეხება პეკინის გამზირის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-დან არქივამდე მანძილს.


გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

big_banner
არქივი