logo_geo
ქუთაისში ორსართულიანი ტაძრის აშენება იგეგმება
- +

19 ივნისი. 2017. 21:38


ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, ორსართულიანი ტაძარი აშენდება. ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს" პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.  არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.


„პროექტი ჯერ შემუშავების სტადიაშია" , - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.


ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგება მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტი შენდება. რესტორნის მშენებლობა სასულიერო პირებმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია შეთავაზეს.


ქუთაისის მერიის განცხადებით, ტერიტორია, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქალაქის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს.



წყარო: http://www.kutaisipost.ge


 

big_banner
არქივი