logo_geo
დოდო გვაზავა: ღამით თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- +

19 ივნისი. 2017. 23:15


გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, ღამით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.


„დღის განმავლობაში იყო სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით ცხელი ჰაერის მასები და დღის ბოლოს, შავი ზღვიდან შემოსულმა შედარებით ცივმა მასებმა გამოიწვია მცირე ხნით სეტყვა. ღამით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა", - აღნიშნა დოდო გვაზავამ.


 

big_banner
არქივი