logo_geo
მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო თათბირი ზაალ უდუმაშვილის „გამერების“ თაობაზე
- +

20 ივნისი. 2017. 21:25


 

„დადგა დრო, ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს!"


ზაალ უდუმაშვილი

 

2012 წლის 20 ივნისი


მიხეილ სააკაშვილი - გაუშვით მძიმე მუსიკა. დიკო ჯოჯუას ანიშნეთ, რომ იტიროს... ეხლა მთლად ნუ დაიღვრება, მაგრამ პაწა წაუწკმუტუნოს, ვითომ ზალიკო ძალიან მძიმე ბრძოლაში მიდის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. უნდა დაიძაბოს სიტუაცია, ხალხს უნდა ეგონოს, რომ ეს არის მართლაც გადამწყვეტი ბრძოლა სამშობლოსთვის. კი ვიცით, რომ არაფერი გამოვა, არ გვაქვს ჩვენ მაგის ტრაკი, კალაძეს მოვუგოთ, მაგრამ ქვეყნის არევა, დარევა და ხალხის ნაწილის დაყ...ევება კარგად გამოგვდის. საქმეში აუცილებლად ჩართეთ ნიკა რურუა, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და შემდეგ ქუჩაში მოუყომაროს უდუმას სიტუაცია, ბიჭები დარაზმოს.


ნიკა რურუა - მთელი გულით ვესალმები ზალიკო უდუმაშვილის საჯარო პოლიტიკაში შემოსვლას, მით უფრო ასეთ რთულსა და უთანასწორო ბრძოლისას! ეს ნაბიჯი მისი მებრძოლი და პრინციპული ხასიათის მტკიცებაა. წინ გამარჯვებებია, ძმაო ზაალ!!!


მიხეილ სააკაშვილი - კარგია, ნიკა, ეხლა საქმეს მიხედე და შემდგომში უშინაარსო განცხადებების კეთებას თავი დაანებე, შენ გახასიათებს ხოლმე აქეთ-იქით ბოდიალი, კონცენტრაცია გვჭირდება. აბა, გია როინიშვილი გამოუშვით სცენაზე, თქვას მაგანაც რამე.


გია როინიშვილი - ზაალ უდუმაშვილი - თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი! მას შეუძლია გააერთიანოს ყველა საღად მოაზროვნე თბილისელი!!!


მიხეილ სააკაშვილი - ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ წავა... დარჩა კი თბილისში საღად მოაზროვნე ხალხი? თქვენ არ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა. გია ბარამიძე სად არი, ხმას რატო არ იღებს?


გია ბარამიძე - ზალიკო, მადლობა და გამარჯვებები!

 

მიხეილ სააკაშვილი - სულ ეგ ხარ, გია? რა გჭირს, რას ჰგავხარ, წვერი გაიპარსე, უგულავას გამოსვლას ნუ გლოვობ ეგრე, ერთი მაგისიც! ჰო, მივხედოთ საქმეს, ნუგზარ წიკლაური ჩავრთოთ ამ ამბავში, კი აქვს მეტყველებაში დეფექტი, მაგრამ არაუშავს, აზრების მოკრება ეხერხება.


ნუგზარ წიკლაური - მხოლოდ გამარჯვება ყველაზე მაგარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად!!! ახლა მგონი ყველასთვის ნათელია, რომ ზაალ უდუმაშვილზე უკეთესი შანსი არცერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ ექნება. არც ის არის საიდუმლო, რომ თბილისის მერის არჩევნებს გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ხმები არ უნდა დაიქსაქსოს და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება სურს, ხმა ზალიკოს უნდა მისცეს! ეს არის ჩვენი გამარჯვების და ივანიშვილის დამარცხების ფორმულა. ძალა ერთობაშია!!!


მიხეილ სააკაშვილი - კარგია, ნუგო, შენი იმედი ყოველთვის მქონდა... ჩვენ მართლაც გვჭირდება ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და ეს არის ხმების არდაქსაქსვა. მოდით, ასე გადავწყვიტოთ, ყველამ თქვით თქვენი სათქმელი, ვნახოთ, ვის რა გაქვთ მომზადებული და ბოლოს ვიტყვი ჩემსას.


მამუკა კომახიძე - ზაალ უდუმაშვილი დაამარცხებს ოლიგარქის ბინძურ ინტერესებს თბილისში და საქართველოში წერტილს დაუსვამს რუსულ გავლენას. წარმატებები ზაალ ამ დიდ და რთულ გზაზე.


გიორგი უშიკიშვილი - წარმატებები წესიერ კაცს!


ნიკა გვარამია - დაალაიქეთ! მხარი დაუჭირეთ!

აირჩიეთ!


მიხეილ სააკაშვილი - აი, ვერ მოვითმინე, ისევ უნდა ჩავერიო, მაგარი სლოგანია, ნიკა: დაალაიქეთ! მხარი დაუჭირეთ! აირჩიეთ! დალაიქება აუცილებელია არჩევნებში, თუ არა ლაიქი, წასულია შენი საქმე!


ნიკა გვარამია - მიშა, ცხოვრების გზაზე არ გადავყრივარ ასეთ პოზიტიურ და წესიერ კაცს, როგორიც ზალიკოა. ჩემთვის პატივი იყო მთელი ეს წლები მის გვერდით მუშაობა. ის იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ნამდვილი, პრინციპული და თანმიმდევრული ლიდერი. მას აქვს ივანიშვილის დამარცხების უნიკალური გამოცდილება! მან გამოგლიჯა ხელიდან ივანიშვილს „რუსთავი 2" და ვუსურვებ, მშობლიური ქალაქიც გადაარჩინოს ივანიშვილის კორუმპირებული კანდიდატისგან და თვითონ ჩაუდგეს სათავეში!

ჩემი ხმა ზალიკოს!


მიხეილ სააკაშვილი - ნიკა, აკი მე გამოვგლიჯე „რუსთავი 2" ივანიშვილსო, მაბოლებდი, შე ჩემა?!


ნიკა გვარამია - კაი, რა მიშა, ეხლა ეგრეა საჭირო, უდუმა რის გამკეთებელი იყო, არ იცი?


მიხეილ სააკაშვილი - კარგი, შემდეგ რა გვაქვს?


კობა სუბელიანი - ომში შემოვიდა. ბრავო, ზალიკო. ნაცმოძრაობა!


მინდია ესაძე -  ვააახ, ცრემლი მომადგა, ბლინ! რა გულის ამაჩუყებელია ეს ყველაფერი!


ზურაბ ჭიაბერაშვილი - დიდი მადლობა ზაალ უდუმაშვილს მისი ჯანსაღი სამოქალაქო და ნაყოფიერი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. მე ამ არჩევნებში ჩემი ფავორიტი მყავს, მაგრამ, ვფიქრობ, ზალიკოსნაირი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ გააძლიერებს ივანიშვილის საწინააღმდეგო ფრონტს.


მაია ჯავახიშვილი - კალაძე 8 დღეში - 221 000 ნახვა, 4 600 ლაიქი, ზალიკო 3 საათში - 175 000 ნახვა, 6600 ლაიქი. უკვე მოგებული გვაქვს ეს არჩევნები. ჰო... და რა მინდოდა მეთქვა!.. ზუსტად 8 დღის წინ, კახი კალაძემ ერთი წინასწარ დადგმული ვიდეო ჩაწერა და საკუთარ ფბ-გვერდზე განათავსა... სრულიად სოციალურ ქსელი გადაირია, ეს რამდენი ნახვა და ლაიქი აქვსო... ახლა ვნახე ეს ვიდეო, 8 დღის შემდეგ - 221 000 ნახვა და 4 600 ლაიქი ჰქონია... მერე ზალიკო უდუმაშვილის გვერდზე შევიჭყიტე, ფრთხილად... სულ რაღაც 3 საათის წინ რომ გახსნა და საკუთარ მაყურებელთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო განათავსა... მხოლოდ 3 საათის წინ დადებულ ვიდეოზე - 175 000 ნახვა და 6600 ლაიქი... და კიდევ, ყველაზე მთავარი: კახი კალაძის ლაიქებიდან - 269 სიყვარულის ლაიქია... ზალიკო უდუმაშვილის ლაიქებიდან - 1000-ზე მეტი სიყვარულის ლაიქი... ეს მხოლოდ 3 საათში... და წინ კიდევ დღეებია... ასე რომ... როგორ იცის ხოლმე კალა-ბიჭმა??? - „წადი გადაშენდი ერთი აქედანო", არა?... ჰოდა.. „წადი გადაშენდი ერთი რაააა!"... წავედი ახლა, ტკბილად დავიძინო!..


მიხეილ სააკაშვილი - ვააა, ეს მაგარი კვლევა ჩაგიტარებია, მაიკო... ესე იგი, ასიანი მოგებული გვაქვს?!


ნიკა გვარამია - აბა, რა, მიშა, ხალხი მყავს დარაზმული, ყველა ჭუჭრუტანაში ძვრებიან... ისე, ხო არ იცი, ყველაზე კაი ხაჭაპური სად იღება?


მიხეილ სააკაშვილი - რაო, რა იღებაო?

 

ნიკა გვარამია - თბილისში ყველაზე კაი ხაჭაპური სად იღება, ხო უნდა ვაჭამო ამ შობელძაღლებს?!


მიხეილ სააკაშვილი - შენ ხო არ აჟუილებ, ამდენი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ, მე რა ვიცი, სად რა იღება? მაგ საკითხზე ბებიაჩემ მზიას დაურეკე, ეგ იყო რესტორან „წისქვილის" წილში!


ნიკა გვარამია - კარგი, ჰო, ნუ იცი ხოლმე უცებ ავარდნა!


ცოტნე გამსახურდია - ნიკა გვარამია, რა უნიჭო რამე ხარ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა შენმა პიარმა?  ზაალ უდუმაშვილის გამოსამშვიდობებელ ეთერში, საიდანაც გვითხრა რომ აწი მერობისათვის იბრძოლებს და ეთერში აღარ გავა, თანაწამყვანი გოგო ისეთი სახით და თვალებით იჯდა, თითქოს უკანასკნელ გზაზე აცილებსო. ამაში გაძლევენ ამხელა ხელფასს, პრაკურორჩიკ?


მიხეილ სააკაშვილი - ეს ვინღაა?!


ნიკა გვარამია - ცოტნეა გამსახურდია, ეტყობა, კარგად ვერ ჩავალპეთ ციხეში, გამოვიდა და გვიტრაკებს!


მიხეილ სააკაშვილი - ეეეჰ, არ დამცალდა, თორემ მაგის ძვლები აღარ იქნებოდა დღესა.


თამარ ჩერგოლეიშვილი - აი, ტაშიიი - არ ვიცოდე მაინც, რა "ენთუზიაზმით" შეუდგა ამ გზას ზალიკო!


მიხეილ სააკაშვილი - ესღა მაკლდა, თამარაა, ხო?


ნიკა გვარამია - ჰო, ეგ არი, უმადური!


მიხეილ სააკაშვილი - მოკლედ, წავედი, ხაზზე იყავით, ამ არჩევნებში ოლიგარქი უნდა დავამარცხოთ... ყოველ შემთხვევაში, ეგრე ჩააგონეთ გამოყ...ევებულ მოსახლეობას. ზალიკო აამოძრავეთ ეხლა, წიწაკა ამოუსვით, ცოტა დუნე ტიპია. აბა, თქვენ იცით.


პამფლეტი დაწერილია დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით


ავტორი თათული შენგელია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი