logo_geo
როდის გადმოეცემა „გოსფილმოფონდში“ დაცული ფილმები საქართველოს? - თარიღი ცნობილია
- +

16 ნოემბერი. 2016. 13:13


„გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება.


ხვალ, 17 ნოემბერს "გოსფილმოფონდში" დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და "გოსფილმოფონდის" გენერალური დირექტორი ნიკალაი ბოროდაჩევი გაუძღვებიან.


პირველ ეტაპზე ქართულ მხარეს ოთხი ფილმის ასლი გადმოეცემა. ეს ფილმებია  - რეჟისორ ლეო ესაკიას "ჰოლტზე"; "ამერიკანკა"; რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის "ბუბა" და მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ საათს".


ფილმების დაბრუნების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და რუსეთის კინოფონდის დირექტორმა დოკუმენტს  2014 წლის 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი.


დოკუმენტის თანახმადაც, საქართველოს "გოსფილმოფონდმა" 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ფილმები უნდა გადმოსცეს.


"გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინოარქივი საქართველოში შვიდი წლის განმავლობაში დაბრუნდება.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი