logo_geo
„როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა საქართვლოს, ერს სათავეში ჩაუდგა და...“
- +

7 ივლისი. 2017. 21:45


არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაზისუბნის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:


„25 წელი ქველმოქმედებას ეწეოდა ისე, რომ ყველას აინტერესებდა ვინ იყო. შემდეგ, ყველაზე მეტად როდესაც დასჭირდა საქართველოს, ჩაუდგა ერს სათავეში და სატანა მოგვაშორა. იმის შემდეგ, უბრალოდ გააგრძელა ძველი საქმეების კეთება და ყველა მასზე საუბრობს. ის არსად ჩანს, მაგრამ მისი სიკეეთები გვხვდება თვალწინ. ის ყველაზე მდიდარი ადამიანია და მან საქართველოსთვის ყველაზე მეტი გააკეთა, თუკი ვინმე ვიცით 21-ე საუკუნეში. ხოდა, რა მინდოდა მეთქვა, ასეთ კაცზე რომ იტყვი უტვინოაო, რომელი ფსიქიატრი მიგიღებს?" - წერს ირაკლი ლატარია.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი