logo_geo
ანა ნოდია: მე, როგორც ყოფილი „რუსთავი 2“-ლი, ვთვლი, რომ არ უნდა შეიცვალოს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა!
- +

3 დეკემბერი. 2016. 18:50

 

 

„მარშალპრესის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ანა ნოდია სოციალურ ქსელში წერს:


„არ უნდა შეიცვალოს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა. მე, როგორც კოლეგა, როგორც ყოფილი "რუსთავი 2"-ლი, როგორც ამ გუნდის ბევრი წარმომადგენლის მეგობარი, ვთვლი რომ ცალსახად საჭიროა ამ ქვეყანაში ეს ტელეკომპანია, ამ გუნდით და ამ პოლიტიკით.

 

(თუმცა, რიტორიკა, რომ მხოლოდ "რუ2"-ია ერთადერთი კრიტიკული მედია და სხვა ყველა კონტროლქვეშაა, ესეც არაკოლეგიალურია. სარედაქციო პოლიტიკას ყველა თავად ადგენს - მეტ-ნაკლებად)

 

სრულიად გუნდი და იდეა არ უნდა შეიცვალოს.

 

რუ2 როგორ იქცევა, ეს მათი სარედაქცო გადაწყვეტილებაა და არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ უნდა უკარნახოს ან ჩაერიოს რა როგორ გააშუქოს. ზოგადად, ძალიან კარგად იციან თავადაც, მეც, თქვენც და ბევრმა ადამიანმა, რა არის მედიის ფუნქცია, რა გვევალება, სად ვაჭარბებთ, სად ვაფრენთ, სად გადის ზღვარი სიმართლესა და დემაგოგიას შორის, თუმცა, ვიქცევით ისე, როგორც იმ მომენტში მივიჩნევთ სწორად. პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველა რესპონდენტს და მაყურებელს. არ მივიდნენ სტუმრად, არ უყურონ ტელეკომპანიას", - წერს ანა ნოდია.


 

 

 

big_banner
არქივი