logo_geo
„აი, ასეთი კახი“
- +

3 დეკემბერი. 2016. 21:04



მსახიობი და ჟურნალისტი მაია კახიძე Facebook_ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


არა, მაინც რა საოცარი და დაუვიწყარი თხრობა იცის ბატონმა კახი კავსაძემ? ჩემი ახლი წიგნის პრეზენტაციაზე პელესთან შეხვედრა გაიხსენა და ისეთი განუმეორებლი ემოცია, ხალისი და სიხარული მოგვანიჭა ყველას, იქ უნდა ყოფილიყავი, რომ გენახა და მოგესმინა.

ჩვენი შეხვედრები, ან მასთან დარეკვა, მუდამ ერთი და იგივე ფრაზით იწყება:

- რა გინდა, გოგო?! 

სცენაზეც არ უღალატა ჩვევას იგივე მითხრა...

ეს გოგოობა გულს კი მიხარებს, მაგრამ მე უპირველესად ის მინდა, რომ დიდხანს იყოს, ჯანმრთელად იყოს და მუდამ ასეთი არაჩვეულებრივი იყოს. ის ერთადერთია და ამით ყველაფერია ნათქვამი. <3

ახლა, წიგნში რომ ნახა დაბეჭდილი ჩემი მისი ჩახუტებული ფოტო, დამჭექა:

- გოგო, მაია! კარგი, ჩემი ბელა აღარ არის და არ იეჭვიანებს, მაგრამ

ეგ შენი ქმარი ბესიკი არ იეჭვიანებს?

- არა - მეთქი!

- ვააჰ, მართლა?

- მართლა...

- რა მაგარი გული ჰქონია, ტოო?!

ჰოდა, გულიანად ვიცინეთ ორივემ...

მიყვარხართ ბატონო კახი და დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ.

მიყვარხართ ძალიანაოოო! ეს ხომ ისედაც იცით!", - წერს კახიძე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი