logo_geo
თათა მურაჩაშვილი: მე არ მინდა ნებისმიერ საკითხში მამაკაცის თანასწორი ვიყო...
- +

20 ივლისი. 2017. 20:25


 

Npa.ge-ს მთავარი რედაქტორი თათა მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



ფემინისტებს ფემინიზმი და თავისუფლება ესმით რომ ქალების უფლებები მამაკაცის უფლებებს კი არ უნდა გაუთანაბრდეს, არამედ უნდა აღემატოს კიდეც.

 

გათხოვება ქმრის მონობაა", მეტი კაცი კუხნაში", აბორტი ჩემი უფლებაა"... მსგავსი სისულელეები.

 

აბორტი თუ თქვენთვის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხარულებაა, ჩემთვის დანაშაულია. და საერთოდ, თქვენ თუ სამჯერ გათხოვდით და სამივეჯერ ქმრის მონა იყავით ეგ ჩარჩენილი ბოღმა საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოთ.  სხვა რომ არაფერი შეგიძლიათ, ყურადღების მიქცევის მიზნით თმას იზრდით იღლიაში, დადიხართ დაუბანელები, დაუვარცხნელები, თამამად და მოურიდებლად იგინებით -  და ამით ამაყობთ.

 

ძალიან კარგია, რომ უმცირესობაში ხართ და იმედი მაქვს, საქართველოში ყოველთვის უმცირესობად დარჩებით.

 

პ.ს. მე მამაკაცის თანასწორი მხოლოდ ფეხბურთის ყურების დროს ვარ, ეგეც იმიტომ, რომ ლობჟანიძის ფინტებს სხვა კომენტარს ვერ ვუძებნი ხოლმე", - წერს თათა მურაჩაშვილი.


 

 

 

big_banner
არქივი