logo_geo
გიორგი უძილაური: სააკაშვილის პერიოდში რომ არ გდომოდა, მაინც გაიგებდი პრეზიდენტის გავლას...
- +

20 ივლისი. 2017. 21:43



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახლა მცხეთასთან პრემიერის კორტეჟმა ჩამიქროლა, 3 მანქანა იყო... გამახსენდა 1998 წელი, პატარა ბიჭი ვიყავი, ათენში რაღაც დიდი ევროპული შეკრება იყო და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მანქანები ჩვეულებრივად იდგნენ და მოძრაობდნენ საცობში, არანაირი პოლიციელი ბაიკერების თანხლება, არანაირი გზების გადაკეტვა და ფათიფუთი... ვიღაც ოფოციალურმა პირებმა ჩაიარეს და ჩემს გარდა არც არავის მიუქცეცია ყურადღება. შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში რომ არ გდომოდა, მაინც გაიგებდი პრეზიდენტის გავლას, ნახევარი ქალაქი კოლაფსში ვარდებოდა, ხშირად შსს და თავდაცვის მინისტების ჩავლის დროსაც... ხოდა კარგია, რომ მაშინდელი რეალობა დღეს ქაჯობად ითვლება. დღეს ქაჯობაა დეპუტატების, მინისტრების, გქმგებლების და სამღვდელოების ჯიპების მარიაჟიც და ძალიან კარგია, რომ მარიაჟი როგორც იქნა ქაჯობად აღიქმება ამ ეპატაჟით დაღლილ ქვეყანაში", - წერს უძილაური.


 

 

 

big_banner
არქივი