logo_geo
ცოტნე გამსახურდია ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებით სკანდალურ პოსტს აქვეყნებს!
- +

20 ივლისი. 2017. 22:41



საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ძალიან ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, შევარდნაძე მხოლოდ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, „უშუქობასთან" ასოცირდება. არ ახსოვთ წინა პერიოდი. ასევე გაიგონებთ, რომ ყველა პრეზიდენტი საქათველოს ისტორიის ნაწილია, რომ შევარდნაძემ წაიყვანა დასავლური კურსით საქართველო, რომ წამება და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა მხოლოდ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო...

 

არ დავდებ ახლა ამ საშინელ ვიდეომასალას, თუ დაგაინტერესებთ, youtube-ზე იძებნება მრავლად... უბრალოდ არ დაგავწიყდეთ, რომ შევარდნაძე და მისი „სახელმწიფო საბჭო" თავის „ინწილიგენციიანად" ასეთი რამეების ავტორიც არის...

 

„დემონსტრაცია ეროვნული დღესასწაულის დღეს - 1992 წლის 26 მაისს ჩატარდა. ამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბეიკერი თბილისში ბრძანდებოდა და სასტუმრო "ივერიის" წინ საგანგებოდ შეკრებილ ხალხს მიმართავდა. ხელმძღვანელობის მიერ მოწყობილ ამ ღონისძიებას 2000-მდე მონაწილე ესწრებოდა", - წერდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების წევრი-ექსპერტი ანდრეას ერბერი საერთაშორისო ორგანიზაციის ბიულეტენში „ადამიანის უფლებები".

 

სამხედრო მთავრობის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის წინ მოიყარეს თავი. როცა დემონსტრაცია რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრა, მას შეუერთდა, სულ მცირე, 5000 დემონსტრანტი, რომლებსაც მიუძღოდნენ მანდილოსნები ხატებით ხელში. მათ მოჰქონდათ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პორტრეტები და ქართული დროშები. დემონსტრაციის მონაწილენი ჩვეულებისამებრ უიარაღონი იყვნენ და თავს არიდებდნენ შეტაკებას ხუნტასთან. გზადაგზა დემონსტრაციას 30 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. როდესაც დემონსტრანტები ფილარმონიას გაუსწორდნენ, ერთბაშად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო სასტიკი გამოხდომები დემონსტრაციის დასარბევად. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული შეიარაღებულები შეშლილებივით შემოიჭრნენ ხალხში მანქანებით, რათა შიშის ზარი დაეცათ მათთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი გადმოცვივდნენ მანქანებიდან და ჰაერში სროლა ატეხეს. მიუხედავად ამგვარი ფსიქოლოგიური ტერორისა და უკანასკნელ თვეებში მშვიდობიანი, უიარაღო ხალხის უმოწყალო ხოცვისა, დემონსტრანტებმა შეძლეს სიმშვიდისა და ერთიანობის შენარჩუნება. ამ დემონსტრაციაზე უამრავი ადამიანი იქნა დაპატიმრებული.

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადამიანია ე.შევარდნაძე. საინტერესოა, რას იტყოდნენ გერმანელები, ერიხ ჰონეკერი მოსკოვიდან რომ დაბრუნებულიყო და, როგორც ფედერალური კანცლერი, აქაურ მთავრობას ჩასდგომოდა სათავეში?! საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად ყოფნისას შევარდნაძეს ხომ მრავალი დანაშაული აწევს კისერზე. მე თან წამოვიღე დიდძალი და შთამბეჭდავი ვიდეომასალა, რომელშიც ზედმიწევნითაა ასახული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთა რეალური სურათი. ისინი ითარგმნება გერმანულად და გადაეცემა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებას,"- წერდა 1992 წლის ივლისში ანდრეას ერბერი, რომლის დეტალურ ანგარიშსაც თან ახლდა შემდეგი დასკვნა:

 

„საქართველოში ადამიანის უფლებები მრავალი ფორმით ირღვევა. ქართველების უმეტესობის აზრით, ამჟამად საქართველოს შემობრუნება დემოკრატიული განვითარებისაკენ შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მათ აღმოუჩენენ "მშვიდობიან" დახმარებას, კერძოდ - თუ დასავლეთი გადაჭრით უარს იტყვის, ხელი გაუმართოს საქართველოში არსებულ სამხედრო დიქტატურას, ხოლო დასავლეთის პრესა ობიექტურად გააშუქებს ლეგიტიმური მთავრობის დამხობისა და მოვლენათა შემდგომი განვითარების ფაქტებს, ე.შევარდნაძის წარსულს და ა.შ. როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გენშერმა განაცხადა: „სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა, ჩარევა აუცილებელია, ეს ჩვენი მოვალეობაა", - წერს გამსახურდია.


 

big_banner
არქივი