logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი 2023 წლის მარტის მოვლენებზე: ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა, მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?!
- +

8 მარტი. 2024. 15:55

 

 

„არეულობისთვის მშვენივრად გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არა და, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც, მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, დღეს წლისთავია იმ საუკუნის აფიორის, რომელიც ოპოზიციის ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი თურმე არის რუსული.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ახლა  გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა, მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ.

 

„ის, რასაც რუსული კანონი ეძახეს, სულაც არ აღმოჩნდა რუსული, უფრო მეტიც, სწორედ ამერიკული „Fara“ რომ არ იყოს, რომლის თარგმანსაც აქ რუსული ეძახეს, ვერ გავიგებდით, რომ:

 

  • ტვ „ფორმულა“ მილიონებს იხდის, რომ რამენაირად საქართველო გააშავოს ამერიკის ხელისუფლების თვალში;

 

  • ბრალდებული სააკაშვილის ლობირებაში, კერძოდ „გარეთ გაუშვით, ნაწამებია“, ასევე მილიონებს იხდიან მისი ოჯახის წევრები;

 

  • სააკაშვილის საკითხის სასარგებლოდ, ფული გადაუხადეს ევროპარლამენტარებს (რეზოლუციების დასაწერად) და პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს.

 

  • ეს ყველაფერია არაა, სია მართლაც გრძელია!

 

ახლა ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა, მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?!

 

სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად, გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არა და, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც, მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

big_banner
არქივი