„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ტყუილია ხალხო, ნუ წამოეგებით ამათ ანკესს, სოსოს არ დაუწერია ეგეთი სისულელეები, შედით სოსოს facebook-გვერდზე და ნახეთ, ან რა ცუდად გაკეთებული ფოტოშოპია ნახეთ, ეს არის ლიბერასტების პროვოკაცია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - წერს გაბედავა.
ზაზა გაბედავას ინფორმაციით, გამომცემლობა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის.