logo_geo
გოგა ჩანადირი: მარო ბებო - რკონის მცველი, რომელიც სოფელს აცოცხლებს...
- +

21 ივლისი. 2017. 16:55


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


როცა რკონში ჩავდივარ, მარო ბებოს აუცილებლად ვნახულობ ხოლმე. ეს 80 წელს გადაცილებული ქალბატონი რკონის მონასტრის გასაღებს ინახავს.

 

თუ ვინმეს მონასტერში წასვლა უნდა, რომელიც მისი სახლიდან 2 კილომეტრშია, გასაღებს აძლევს და თან დაუბარებს ხოლმე, ნაგავი არ დაყარონ. ის რკონს არასოდეს ტოვებს. შვილო, სოფელი რომ დავტოვო, საქართველოს ღალატი იქნებაო, მითხრა მან.

 

მარო ბებოს, გვარად ქავთარაძეს, ახლაც ვესტუმრე. მაღალი წნევა ჰქონდა. ვანუგეშე.

 

15 წელია, ზამთარში სულ მარტო რჩება. გვერდით სამი წლის წინათ გადმოსახლებული ცოლ-ქმარი ცხოვრობს და ხმას მათ თუ გასცემს ხოლმე. უკრავს ფანდურსა და აკორდეონზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამი შვილი და მეუღლე დაეღუპა, მის სიმღერას ძნელად გაიგებთ.

 

მარო ბებო რკონის მცველია. ის სოფელს აცოცხლებს.

 

2015 წელს ლიკანის" გვერდზე მას წერილი მივუძღვენი.

აი, ბმული: http://likaniwith.me/Gallery/77/archive/6

 

გაიხარეთ, მარო ბებო", - წერს გოგა ჩანადირი.





 

big_banner
არქივი