logo_geo
თათია დოლიძე: ბოდიში მიღებულია!
- +

22 ივლისი. 2017. 12:11



„გია კორკოტაშვილმა „იბერიას" ეთერში დარეკა და ბოდიში მომიხადა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მართალია, ბოდიშის ტექსტში მას არ უხსენებია ის ცილისწამების ქარიშხალი, რაც თავზე დამატეხეს და სხვამხრივაც ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო დანაშაულის აღიარების მხრივ მისი საუბარი, მაგრამ, თავისთავად, უკვე ძალიან კარგია, რომ ეს ადამიანი მიხვდა, რომ მან და მისმა გარემოცვამ ძალიან დააშავა და საზოგადოების ჩემ მიმართ სოლიდარობამ თავისი შედეგი გამოიღო!

 

ასე რომ, დიახ, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ბოდიში დაფიქსირდა და იმისდა მიუხედავად, რომ სხვა ფორმით და სხვა ტექსტით ველოდი, ბოდიში მიღებულია!" - წერს თათია დოლიძე.


აქვე თათია დოლიძე საზოგადოებას მიმართავს:


„საზოგადოებას მოვუწოდებ, სანამ ჩემს იმ (აწ უკვე ცნობილ) პოლიტიკურ ანალიზზე რაიმე კომენტარს გააკეთებენ, გაეცნონ პირველწყაროს და არა სხვათა ბილწსიტყვაობით გადმოცემულ ამბავს. მე არ მჩვევია ცილისწამება ან ვინმეს შეურაცხყოფა, არც რუსეთის აგენტი და მითუმეტეს მოღალატე მე არასდროს არავისთვის მიწოდებია - ეს ყველა ბრალდება მე აქეთ მოვისმინე ჩემ წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგად.

 

იმედს ვიტოვებ, გია კორკოტაშვილი იღებს ამ ბოდიშით პასუხისმგებლობას, რომ მისი გარემოცვა ჩემი სახელის დისკრედიტაციას შეეშვება.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბოდიშს საზოგადოების თვალში არანაირი ფასი არ ექნება", - წერს დოლიძე.




 

big_banner
არქივი