logo_geo
ირმა ინაშვილი: ვინმემ უჩურჩულეთ, ვექტორი გაასწოროს... ჩრდილოეთისკენ გადაეხარა
- +

22 ივლისი. 2017. 12:20


 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში „ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ წერს:

 

„თუ გახსოვთ, ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი ტელეპროექტი „გაზპრომს" წარმატებით მიჰყიდა და ეს ტელე-გარიგება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებობის აუცილებლობით ახსნა. ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი თან, „რუსულ პროპაგანდას" ებრძვის და თან, რუსულ ფულზე უარს არ ამბობს...

 

დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა სოხუმისა და ცხინვალის ჩვენთან დაბრუნება. ვინც რუსულ ფულს აიღებს კი არა, რუსულ ტანკებსაც პირველი მოახტება, რომ ხელისუფლება როგორმე დაიბრუნონ.

 

ვინმემ უჩურჩულოს „გაზპრომის" ამ პარტნიორს და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მომხრე აქტივისტს, რომ:

 

1. ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან.

 

2. ვექტორი გაასწოროს. ჩრდილოეთისკენ გადაეხარა", - წერს ირმა ინაშვილი.

 

აქვე ირმა ინაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას აქვეყნებს:


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი