logo_geo
გიორგი უძილაური: ზაფხული ბედნიერებით სავსე განსხვავებული სასმისია...
- +

23 ივლისი. 2017. 12:21



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ზაფხული იცით რა არის? ზაფხული მთელი წლის მუშაობისა და წვალების მიზანი და შედეგია, ბავშვობისდოინდელი, თითქოს დავიწყებული სურნელების გაცოცხლება და აღდგენაა, ბუნებასთან კავშირზე გასვლის დროა, მეგობრებთან ურთიერთობისა და თუხთუხის პერიოდია, დილის 5 საათზე გაღვიძების და მთის სიგრილშეგრძნების სურვილია, ღამით, ღია ცის ქვეშ ირმის ნახტომის გალაქტიკის საბნად გადაფარებაა, ქვეყნის ყველა კუთხეში ჩასვლის და ყველა სილამაზის ნახვის მუღამია", ახალი შეგრძნებების დღეები და ფერადი სიზმრების ღამეებია, ნაცარმოდებული, ტყეში შემწვარი მწვადის არომატი და მთის მწერვალებზე სირბილით ასვლის სიხარულია, ზღვის სიმლაშე და საზამთროს სიტკბოა, სიცოცხლით ბოლომდე ტკბობის და მომავლის მეტად დაქოქვის პერიოდია. ზაფხული ბედნიერებით სავსე განსხვავებული სასმისია, რომელსაც ცხოვრება ყოველ წელს გადმოგაწოდებს და რომელიც ყველამ ბოლომდე, სულმოუქმელად უნდა დავცალოთ", - წერს უძილაური.



 

big_banner
არქივი