logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: ისეთი ხალხი, რომლებსაც არ წაუკითხავს კანონი, მავნებლების გავლენის ქვეშ ავტომატურად ექცევა
- +

4 აპრილი. 2024. 12:17

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება.

 

ექსპერტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ნათლად ჩანს, თუ ვის ეხება და არ ეხება „გამჭვირვალობის კანონი“.

 

როგორც ექსპერტი წერს,  მავნებელ-რადიკალები „გამჭვირვალობის კანონს“ ისევ რუსულ კანონს რომ უწოდებდნენ, ეს ისედაც ცხადი იყო.  მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი, სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია, ქვემოთ მოყვანილ ამ  მცირე განმარტებას გადახედონ.

 

„მავნებელ-რადიკალები „გამჭვირვალობის კანონს“ ისევ რუსულ კანონს რომ უწოდებდნენ, ეს ისედაც ცხადი იყო.  მაგრამ იმ ადამიანებმა (რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი), სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია, ქვემოთ მოყვანილ ამ  მცირე განმარტებას გადახედონ! „არ ცოდნა არ ცოდვაა“ ყოველთვის არ ამართლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, არც გინდა გაიგო და არც კითხულობ. ეს უკვე  უფრო უმეცრებასა და უვიცობაში გადადის. ყველაფერს რომ  თავი დავანებოთ, ასეთი ხალხი   მავნებლების გავლენის  ქვეშ ძალიან მარტივად, თითქმის ავტომატურად  ექცევიან, ისინი კი,  მათ უმეცრებასა და უცოდინარობას  მშვენივრად იყენებენ  თავის მზაკვრული  გეგმებისა და საქმეების განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად თუ იარაღად“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი