logo_geo
მამუკა გამყრელიძე: მე აღარ მოვიაზრებ თავს „ნაცმოს“ მხარდამჭერად
- +

28 ივლისი. 2017. 12:29



ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს აღარ უჭერს და არ აპირებს თბილისის მერის არჩევნებში მათ კანდიდატს მისცეს ხმა.

 

„თავს ვალდებულად ვთვლი ეს განცხადება გავაკეთო.

 

მე აღარ მოვიაზრებ თავს „ნაცმოს" მხარდამჭერად და მომავალ არჩევნებზე ჩემს ერთ ხმას მათ არ მივცემ. ეს გადაწყვეტილება ჩემში 2016 წლის არჩევნების შემდეგ მწიფდებოდა. მიზეზები ერთი მეორეს ემატებოდა. დღეს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი.

 

ამ განცხადებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცი, ჩემი FB მეგობრების დიდი ნაწილი „ნაცმოს" მხარდამჭერია. მინდა მართალი ვიყო მათ წინაშე. თუ ვინმე მათგანი გადაწყვეტს შეწყვიტოს ეს მეგობრობა, მე ნაწყენი არ დავრჩები. მეცოდინება მაინც, ვინ მეგობარია და ვინ პარტმუშაკი.

 

„ნაცმოს", ისევე როგორც სხვა პროდასავლურ პარტიებს წარმატებას ვუსურვებ", - წერს  გამყრელიძე.




 

big_banner
არქივი