logo_geo
გია გაჩეჩილაძე: განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი მსოფლიოს ატყუებს!
- +

31 ივლისი. 2017. 14:32


 

„განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი მსოფლიოს ატყუებს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ტყუილების კორიანტელი BBC-სთან ინტერვიუში, მოქალაქეობის ჩამორთმევაზე:

 

„პოროშენკო ქვეყანაში თავისი და ოლიგარქების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად მე აღმიქვამდა"!

 

„ყველა გამოკითხვის მიხედვით, მე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ"!

 

სინამდვილეში კვლევების მიხედით მას უკრაინაში 1,2 % არ უჭერს მხარს:

 

NDI (აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტი) 2016 დეკემბრის კვლევა - a party led by saakashvili (სააკაშვილის პარტია) - 1%

 

უკრაინის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი „რეიტინგი", 2017 ივნისის კვლევა - Рух нових сил (М.Саакашвiлi) - 1,2 %" - წერს გაჩეჩილაძე.








 

big_banner
არქივი