logo_geo
სოსო შატბერაშვილი: მაიკ პენსის დაცვამ შალვა ნათელაშვილს პანღური უთავაზა
- +

3 აგვისტო. 2017. 01:15

 

 

პარტია „მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახლა სინამდვილეში რა ხდება, ალბათ ყველა დაინტერესებული პირი ხვდებით ხომ? ვაშინგტონში შაბათ-კვირას მოხეტიალე ნათელაშვილი ღამეებს ათენებდა ოცნებაში რომ ვიცე-პრეზიდენტი მიიღებდა?! კელიმ კი გადასცა პენსის ადმინისტრაციას, რომ შალიკო არის ინტრიგანი, ავანტიურისტი და ყელამდე კორუფციაში ჩაფლული. თანაც კგბ-ს ძველი აგენტი, ციხის ყოფილი „ნადზრაწელი კლუჩნიკი" და ა.შ. მეტს აღარ გავაგრძელებ. მიუხედავად ამისა, შალიკო მაინც შეეცადა მიახლოებოდა პენსს და უნდოდა მისთვის წერილის გადაცემა, სადაც „დანოსების" კორიანტელი იყო საკუთარ ქვეყანაზე და ამერიკის ელჩზე, რაზეც დაცვამ პანღური უთავაზა! რა თქმა უნდა, გაბუნია ამაზე პირში ღრმად ჩაიგუბებს წყალს! თუმცა, ჩვენ მაინც მოგვაწოდეს ინფორმაცია არ გაგიკვირდეთ და მისი გარემოცვიდან! ახლა წინასწარ ვიცი ამის შემდეგ შალიკო რასაც იზამს. კელის მალე უწევს როტაცია, მას შემდეგ რაც ახალი ელჩი ჩამოვა ჩაატარებს თავის სარაიაში ბრიფინგს და იტყვის - კელი მე გავაგდებინე აშშ-ს კონგრესსო! - დაგიძველდა მეთოდები შალიკო! „აიღე კომბალი და წადი ცხვარში" ხომ გახსოვს რეზო ამაშუკელის სიტყვები! დროზე ქენი, სანამ მწყემსობა მაინც შეგიძლია, თორემ მერე ეგეც გვიან იქნება! - წერს შატბერაშვილი.











 

big_banner
არქივი