logo_geo
კახა კალაძე ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს უსამძიმრებს
- +

4 აგვისტო. 2017. 13:38

 


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

 

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს. მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ", - წერს კახა კალაძე.












 

big_banner
არქივი