logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: მართალია სერგეენკო! არავითარი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს!
- +

4 აგვისტო. 2017. 15:41

 

 

„მართალია სერგეენკო! არავითარი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს! ცხინვალიც და სოხუმიც მოღალატე სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რას დაეტაკნენ მინისტრ სერგეენკოს?! ამ თემაზე მე ჯერ კიდევ 13 ივლისს ვისაუბრე „ობიექტივის" ღამის სტუდიაში.

 

დიახ, გარეწარმა სააკაშვილმა და ნაცსექტამ შექმნა დროებითი ადმინისტრაცია სანაკოევისთვის და ახალგორი და გორის და ქარელის რაიონებს მიერთებული სოფლები უკან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში დააბრუნა.

 

ახლა ნაცსექტა ცდილობს 2007 წლის მოღალატეობრივი კანონი და იმავე წლის მოღალატეობრივი პრეზიდენტის ბრძანებულება „გააპრავოს" და ზოგიერთი პარტიაც ამ სექტის დღის წესრიგს მიჰყვება.

 

მართალია სერგეენკო!

 

არავითარი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს!

 

ცხინვალიც და სოხუმიც მოღალატე სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს!

 

რა მცოცავი ოკუპაცია, რატომ არ მოცოცავენ ენგურს გამოღმა?! აფხაზეთში დაბანაკებულმა რუსებმა ცოცვა არ იციან?!" - წერს მძინარაშვილი.












 

big_banner
არქივი