logo_geo
ანა გოჩაშვილი: თითქოს გუშინ იყო ეს მძიმე დღეები...
- +

6 აგვისტო. 2017. 22:41



საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„9 წელი აგვისტოს ომიდან...

 

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში" გაიმართება.

 

თითქოს გუშინ იყო ეს მძიმე დღეები და ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ, როცა გიორგი აბდალაძის, ნოდარ ცხვირაშვილის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვისა და გლებ გორანიჩის ფოტოებს იხილავთ.

 

გელით! დასწრება თავისუფალია", - წერს გოჩაშვილი.






 

 

 

 




 

big_banner
არქივი