logo_geo
მალხაზ თოფურია: ახალგაზრდებმა უნდა დაინახონ, რომ ეს ქვეყანა „გირჩების“, დეისაძის, კახუჩელას და ნანუკას „ბუტკა“ არაა!
- +

7 აგვისტო. 2017. 01:10



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი იდეა მაქვს, არც კომერციულია, არც გრანტს გამოყოფს არავინ და არც ამბიცია გაუჩნდება ვინმეს ამ იდეის ატაცების შემთხვევაში, პარტიად გადაქცევის და კენჭის ყრის. დადგომით კი, ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დაუდგება ამ იდეას გვერდით, უბრალოდ პრესტიჟულმა, დადებითად ცნობადმა ადამიანმა ან ადამინების ჯგუფმა უნდა იზრუნონ ამ იდეის ფრთაშესხმაზე, რომელიც მეტადრე მნიშვნელოვნად მეჩვენება ქვეყნისთვის...

 

დანამდვილებით ვიცი, ახალგაზრდობისთვის სათაყვანებელი რაგბისტები აუცილებლად ჩაერთვებიან... ჩაერთვებიან ჩვენი ვარსკვლავური კალათბურთის ლეგიონერებიც , ალბათ ფეხბურთელები და მოჭიდავეებიც იტყვიან თავიანთ კაცურ სიტყვას... ძალიან ბევრი, რუსთაველის, მარჯანიშვილის სხვა თეატრებისა თუ კინოების ცნობადი, ახალგაზრდებისთვის კუმირი მსახიობებიც ჩაერთვებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ცნობადი ჟურნალისტებიც, რომლებიც დუმან და ამ თემის ექსკლუზიურობას ისეთ გაბოროტებულ „არსებებს" უთმობენ, რომლებისთვისაც ქვეყანა ნულს უდრის, როცა საქმე მათ „აღვირახსნილი" გადაცემის რეიტინგს ეხება... ვფიქრობ, ბევრი უკვე მიხვდით - ანტინარკოტიკულ პროპაგანდაზე მაქვს საუბარი... ახალგაზრდებმა უნდა დაინახონ, რომ ეს ქვეყანა „გირჩების", დეისაძის, კახუჩელას და ნანუკას „ბუტკა" არაა და არსებობს ბევრად უფრო ცნობადი, ნიჭიერი, ლამაზი, ღირსეული საქართველო. და რა ქნან ამ ხალხმა? ეგ უკვე ტექნიკის ამბავია. ფაჩულია რომ NBA-ს თასით ხელში იტყვის - მე რომ მებოლავა და მეჩხირა, რა გამოვიდოდა ჩემგან? რაგბისტები რომ ბუცებით დაჭეჭყავენ ამპულებსა თუ ფხვნილებს და ერთს ქართულად შეიკურთხებიან, მსახიობები თავიანთ ნიჭს გამოავლენ ანტიპროპაგანდისტულ ბრძოლაში (უხერხულია რამე ვთქვა მე მათ მაგივრად, იმდენად დიდოსტატურად შეძლებენ თავად) ჩაერთვებიან ღირსეული მამაოები, გმირი, თუნდაც დასახიჩრებული სამხედროები, „საზოგადოებრივი არხი", დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არა თუ სოციალურ რეკლამებს გაუშვებს, უფასოდ დამონტაჟებაშიც გვერდში დაუდგება ამ საქმეს... დამიჯერეთ, შედეგი დადგება! ჩამპალს აღარაფერი ეშველება, მაგრამ ახლების შემატების პროცენტი დაიწევს. კარგი იდეა მგონია, უნდა დასრულდეს ცალკალოშიანთა ზნეობრივი დიქტატურა..." - წერს თოფურია.









 


 

big_banner
არქივი