logo_geo
ცოტნე გამსახურდია: საოცარია, როგორ კარგავს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და...
- +

7 აგვისტო. 2017. 12:23


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ხდება, რომ ადამიანები ვეცემით. უბრალოდ, ზოგს გაუმართლებს და გამოჩნდება ვინც წამოაყენებს, ზოგს - არა. ჩათვალე, რომ შენ გაგიმართლა. არა, უფრო სწორედ, ეტყობა რაღაც გაგიკეთებია კარგი და ის უკან დაგიბრუნდა-მეთქი. - წეღან ვუთხარი უსახლკარო ადამიანს.

 

თვალები გაუბრწყინდა ამის გაგონებისას. არა, ეს სიხარულის ნიშანი არ ყოფილა. ასე გაბრწყინება ცრემლმა იცის ხოლმე. გაახსენდა, რომ ოდესღაც მასაც ადამიანურად უცხოვრია, ოდესღაც რაღაც შეეძლო და ვიღაცას სჭირდებოდა...

 

საერთოდ არ ვიცი, ვინაა. ერთმა კარგმა ბიჭმა შემატყობინა მის შესახებ. ფეხზე საოპერაციოდ ჩამოსულა თბილისში. გაიკეთა ოპერაცია და უკან წასასვლელი რადგან არ ჰქონდა, დარჩა ქუჩაში. მალე მეორე ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ამან დალევა დაიწყო. ეგდო ფილაქანზე მეტროს წინ, ეგდო გაბრუებული, მახსოვრობადაკარგული. მხოლოდ უნდოდა, სიკვდილი ისე მოსულიყო და წაეყვანა, რომ თვითონაც ვერ გაეგო... საოცარია, როგორ კარგავს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ეს უვარგისი, უსინდისო სამყარო როგორ უყოყმანოდ ჰკრავს ხოლმე ხელს...

 

ვაჩემ არ მიატოვა. გააკეთებინა შემდეგი ოპერაციის საბუთები, დაფინანსება. უძახებდა სასწრაფოს, დაჰყავდა საავადმყოფოში, სასწრაფოს კი უკან მოჰყავდა და რუსთაველის მეტროსთან ტოვებდა ისევ... ამ ჯერზე მე დამიკავშირდა. ჩემს უბანში, პროფილაქტიკაში ერთერთ სათავსოში შევასახლეთ. ოპერაციისთვის მოვამზადებთ, სასმელს თავს დავანებებინებთ და ფეხზე დადგომაში დავეხმარებით. 42 წლის არის...

 

ოპერაციის თანხას 975 ლარი აკლია. ვისაც სურვილი გაქვთ, მიიღეთ მონაწილეობა. ასე იქნება თუ ისე, მე ნებისმიერ შეთხვევაში მივიყვან ბოლომდე.

 

GE11LB0711160921635000

ბანკის კოდი: LBRTGE 22

მიმღები: Tsotne Gamsakhurdia

ლიბერთი ბანკია", - წერს ცოტნე გამსახურდია. 


 

big_banner
არქივი