logo_geo
კახა კალაძე: მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი!
- +

8 აგვისტო. 2017. 03:06


თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან კარგად მახსოვს ის საშინელება რაც ხდებოდა, როცა პირველად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს მეტი აღარ განმეორდება...

 

2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო.

 

ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები.

 

ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები...

 

ვუსამძიმრებ საქართველოს, ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა, მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს!

 

მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი!

 

და ჩვენი ყველასი, - მავთულხლართებს აქეთ-იქით დარჩენილების საერთო სახლი", - წერს კალაძე.


 

big_banner
არქივი