logo_geo
რუსუდან შარაძე: რა შუაშია გოგლა ჟვანია?!
- +

6 დეკემბერი. 2016. 10:52



„უზენაესმა სასამართლომ რომ ნაძირალა ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო, გოგლა ჟვანია რა შუაშია?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე წერს.


„გოგლა არის კაცი!

ამხელა ტვირთი და ტკივილი უნდა ატარო, პასუხისმგებლობამ უნდა შეგჭამოს, რკინის მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო, უსამართლობას უნდა ნებისყოფით გაუძლო და თან, დაუღალავად ებრძოლო, ცალკე ნაძირლების ხროვა უნდა მოიგერიო, ცალკე სახელმწიფო, იქით პროკურატურას უნდა სდიო, აქეთ მოწმეებს, ოჯახის წევრი ავაზაკურად რომ მოგიკლეს, ცალკე ამას უნდა გაუძლო და რა მოთვლის კიდევ, მონატრებას და სენტიმენტებს რა ჩამოთვლის... ამ დროს, გამოხტება კლავიატურის ლომი ვინმე ხვადი ან ძუ, ან სულაც ძუკნა, „პაპზე მეტად კათოლიკე" სეირის მაყურებელი და გამოგლანძღავს, გაგასწორებს მიწასთან.

 

ხალხო, ადამიანობა სულ აღარ გაქვთ, რას ჰგავხართ? თუ სხვისი სიხარულის და უბედურების გაზიარება არ გეხერხებათ, თავი მაინც შეიკავეთ, ენაზე ვინ გეწევათ?

 

ამ ბოლო ორმა დღემ დამარწმუნა, რომ ჩვენზე ბოროტი ხალხი მეორე არ დადის დედამიწაზე.


სხვა რამით ისიამოვნეთ, სხვა რამით. ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, ლანძღვა-გინებით სიამოვნების მიღება - სირცხვილია!" - წერს შარაძე.


 

big_banner
არქივი