logo_geo
გიორგი უძილაური: თბილისის მერიასა და საკრებულოს მინდა ვკითხო...
- +

6 დეკემბერი. 2016. 10:56




„თბილისის მერიასა და საკრებულოს მინდა ვკითხო: თბილისის ქუჩებში სეირნობისას ტუალეტში როცა გინდებათ, ახლომდებარე კაფეში შედიხართ, სამსახურში ბრუნდებით თუ სახლამდე ითმენთ?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.


„მოთმენა არაა კარგი ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად, რჩება 3 გზა:

 

1. არ მიიღოთ სითხეები

2. შვება იგრძენით სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში

3. ააშენეთ და დაამონტაჟეთ ტუალეტები!

 

იმ საწყალ ტურისტებსაც ნუ აიძულებთ, თავისი წვლილი შეიტანონ ერთ დროს მზის და ვარდების მხარედ რეკლამირებული ქალაქის აყროლებაში", - წერს უძილაური.




 

big_banner
არქივი