logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: „ნაცების“ ტვინში ჩამახედა...
- +

9 აგვისტო. 2017. 03:23



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცების" ტვინში ჩამახედა... ადგილზე მოსული იყვნენ აშკარად ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერეოდნენ და ვერ ჩააქრობდნენ დროულად... როცა, საბედნიეროდ, მეხანძრეებმა ურთულესი პირობების მიუხედავად, შეძლეს და დროულად მოახერხეს მთავარი კერების ჩაქრობა. ვეღარც მალავდნენ უკმაყოფილებას და მაინც აწვებოდნენ მომზადებულ ტექსტს: „დროულად არ გამოიყვანეს მეხანძრეები, ვერტმფრენი არ იყო" და ასე შემდეგ... თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უბნის ბავშვებთან „სელფების" გადაღებას არ ივიწყებდნენ... ბოლოს, გაღიზიანებული სახით ადგილი დატოვეს უდუმაშვილმა და მისმა ხელქვეითმა რურუამ... ტრაგედიის აცილებამ ვერ გაახარა ეტყობა!" - წერს ზურაბიშვილი.










 

big_banner
არქივი