logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: ხომ უნდა ვიცოდეთ, მართლა არსებობენ ეს ყოვლისშემძლეები, თუ მითთან გვაქვს საქმე
- +

9 აგვისტო. 2017. 11:08


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რამდენჯერაც რამე მოხდება, მაშინვე იწყება საუბარი სუპერპუმებზე. ბოლო-ბოლო, ხომ უნდა ვიცოდეთ, მართლა არსებობენ ეს ყოვლისშემძლეები, თუ მითთან გვაქვს საქმე. სახელი კი აქვს მჭახე, მაგრამ ვინმეს თუ უნახავს რეალურად ეს პუმები ან შიგნიდან, ან გარედან მაინც, ან მათი ტექნიკური მახასიათებლები? შეუძლიათ ღამე ფრენა? ხანძრის ჩაქრობა? რამდენი ტონა წყლის წაღება შეუძლია და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ ვინმემ მართლა იცის რამე, მოგვიყვეს და გავაცნობთ საზოგადოებას.

 

თუ თავად პუმა არ უნახავს, შეიძლება იცნობს ვინმე ისეთს, ვისაც უნახავს და ვინც რეალურად იცის რამე ამ მითიური ვერტმფრენების შესახებ და მაშინ მას ვთხოვთ, რომ მოგვიყვეს.

 

პარალელურად ვეცდებით, ჩვენითაც მივაკვლიოთ ამ პუმების სამყოფელს და მახასიათებლებს", - წერს მაღლაფერიძე.



 

big_banner
არქივი