logo_geo
ნინო ზაუტაშვილი: ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით!
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:22


 

„ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ზაუტაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის ვაკანტური ადგილის დაკავების შესახებ საუბრისას წერს.


 

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ვიცი, არსებობენ მონდომებული ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, ხელი შეუშალონ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ჩემს მონაწილეობას.

 

ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით და ერთ ვიცი ზუსტად, ჩემს გვერდით „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დგას. წინ ვინც უნდა ის დამიდგეს", - წერს ზაუტაშვილი.



 

big_banner
არქივი