logo_geo
მალხაზ თოფურია: ვინ არიან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდში?!
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:30



აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრების შესახებ წერს:

 

„ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი არასდროს დამიმალავს და რადიკალურად უარყოფითია, ამ მოვლენის მიმართ („წამლის ბარიგებზე" არანაკლებ ზიზღს იწვევენ ლიბერალურ ნიღაბს ამოფარებული გარეწარი ნარკოპროპაგანდისტები, რომლებსაც მარიხუანა სატრამპლინო ნახტომად სჭირდებათ სამომავლოდ, საქართველოს „როზოვი ბულვარად" გადასაქცევად. ე.წ. „მოდურ" ტიპებს ამოფარებული წარმატებითაც იბრძვიან ამ ფრონტზე).

 

ვინ არიან „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში? თუ დამიჯერებთ, მართლა არც ერთის გვარი და სახელი არ ვიცი... მაგრამ აქვე თამამად დავძენ!!! ისინი ზემოთ ნახსენები გარეწრების „ნარკოპროპაგანდისტების" ნაწილს წარმოადგენენ!!!

 

მათ, ახალი დირექტორის არჩევისას ამოიღეს ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტი! რომელი? ძნელი მისახვედრი არაა...

 

დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნას გათხლეშლი „ქეში", მჩხერავი, თუ „კალიკების" მყლაპავი... ნარკოლოგიური ცნობა საჭირო აღარაა...

 

თქვე ჩ..., ევროპას რომ ეზომებით, გადახედეთ ერთი, სახელმწიფო სამსახურში აქვს თუ არა ნარკომანს „მოღვაწეობის" უფლება ევროპაში?! და საერთოდაც, ბორდმა დადოს თავისი ცინცხალი ცნობები ნარკოლოგიურიდან ამ უცნაური გადაწყვეტილების მერე!!! თუ დაველოდოთ, როდის წარმოგვიდგენენ უკვე შეთანხმებულ ნარკომანს დირექტორად?!

 

არ ვიცი, რა მექანიზმებია ბორდის გადარჩევის, მაგრამ ბიუჯეტიდან მსუყედ დაფინანსებულ ტელევიზიას 1 რეიტინგული გადაცემა რომ არ ექნება, ალბათ ყველა კანონიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული მათ მისაბრძანებლად!" - წერს თოფურია.




 

big_banner
არქივი