logo_geo
„რატომ შეიძლება ხალხი დაკომპლექსდეს იმით, რომ ახალაიების ფრთა გახდა „მიშას დისტანცირების გეგმის“ ჩამშლელი?“
- +

6 დეკემბერი. 2016. 15:07



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კირკიტაძეს პასუხობს:


„რა ჭკუის კოლოფია - ჩერგოთი ხალხის დაკომპლექსებას თავისი რაციონალური ახსნა აქვს - მაჩოისტური საზოგადოებაა და „ქალი ტვინს გირევთ" რიტორიკამ სუსტ კაცებზე შეიძლება იმოქმედოს. ანუ გასაგებია ამ აბსურდს რატომაც „აწვებით".

 

მაგრამ, აი, ახალაიების თემით რომ ხალხი კომპლექსდება, ამას რით ახსნის კირიკიტაძე, ვერ ვხვდები - ანუ თან გინდათ, რომ მაგ ხალხზე იდგეთ და თან მიშას „ორჯერ ჰყავდეს ნანახი" დათა ახალაია? ამასთან, რატომ შეიძლება ხალხი დაკომპლექსდეს იმით, რომ ახალაიების ფრთა გახდა „მიშას დისტანცირების გეგმის" ჩამშლელი? გრცხვენიათ მათთან აფილირების დემონსტრირება?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

აქვე გთავაზობთ დავით კირკიტაძის განცხადებას:


„ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა, თხზავენ ცილისწამებებს, რათა ხალხი დააკომპლექსონ ამა თუ იმ ჯგუფის პარტიის შიდა პროცესებში თითქოსდა ჩართულობით. ჩვენი მხარდამჭერებისა და აქტივისტებისათვის ყველაფერი ნათელია, 20 იანვარს ყრილობა კი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს", - განაცხადა კირკიტაძემ.




 

big_banner
არქივი