logo_geo
ირინა გოგოსაშვილი: 25 წელი გავიდა, მეოთხედი საუკუნე და...
- +

14 აგვისტო. 2017. 17:43



„25 წელი გავიდა, მეოთხედი საუკუნე და ამასობაში, წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით? დიდება გმირებს, რომლებიც თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახურებოდნენ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენი გიო შარაძე... მისი კადრებით ეუწყა მსოფლიოს, საქართველოს, აფხაზეთში ომის დაწყება! მისი გადაღებულია სოხუმში მძიმე ტექნიკის და ჯარის შესვლა... აცხონოს ღმერთმა ჩვენი კოლეგები! ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს, ვიღაც გადაღებიდან რომ აგვიანებდა, გაგიჟებას ცოტა გვაკლდა და ფეხზე ვაყენებდით ყველას, რომ მოეძებნათ! რამდენჯერ მოგვშიებია, ღამეები არ გვძინებია გაყინულებს, ჯანმრთელობა შერყეულებსა თუ დაღლილებს, დაბომბვის მოლოდინში? როგორ გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი დღემდე მაშინდელ ჟურნალისტებს და რამდენი ოჯახის ყოველდღიური იმედი ვიყავით - აი, ჩემი შვილი დავინახე კადრებშიო? ეეეეჰ... 25 წელი გავიდა, მეოთხედი საუკუნე და ამასობაში, წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით? დიდება გმირებს, რომლებიც თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახურებოდნენ!" - წერს ირინა გოგოსაშვილი.




 

big_banner
არქივი