logo_geo
გიორგი კეკელიძე: გილოცავთ... კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი!
- +

15 აგვისტო. 2017. 02:54



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„ისევ გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი: დავით კაკაბაძის ნამუშევარი „ტერენტი გრანელი", რომელიც მან პოეტს მიუძღვნა და ავტორისა და ტერენტის მინაწერებიც ამშვენებს, საქართველოში დარჩება. ერთი თვის წინ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, მოგვმართა (რაც მრავალმხრივ დასაფასებელი ნაბიჯია), რომ მასთან დროებით ინახებოდა კერძო პირის საკუთრება, თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნამუშევარი. ლიტერატურის მუზეუმს, სამწუხაროდ, არ ჰქონდა მისი შეძენის შესაძლებლობა, დაინტერესებული კი არაერთი კერძო კოლექციონერი იყო. მფლობელთან მოლაპარაკების და პარალელურად, არაერთი ექსპერტიზის თუ კომპეტენტური კოლეგიის დასკვნების შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ მისი შეძენა და კაკაბაძის გრანელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის მუზეუმში (რომელიც მალე გაიხსნება) დაიდებს ბინას", - წერს კეკელიძე.


 

 

 

big_banner
არქივი