logo_geo
გიორგი გაბედავა: ანწუხელიძეს თავი იმისთვის არ გაუწირავს, რომ მიშას მოეწერა ხელი პუტინისთვის მიწების გადაფორმებაზე
- +

15 აგვისტო. 2017. 11:30




„2008 წელს ბიჭები ამერიკის ცრუ დაპირებებს და სააკაშვილის ჯიბის გასქელებას და ოკუპანტისთვის ტერიტორიების გადაფორმებას შეეწირნენ, სამწუხაროდ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2008 წლის აგვისტო, გაგანია ომია, მე-19 ბატალიონიდან გაგვიშვეს ოჯახებში წადით და 3 საათში მოდითო. სახლში არ იცოდნენ, რომ ბატალიონში ვიყავი და ვერ მივიდოდი, რა თქმა უნდა. დაემთხვა აქცია რესპუბლიკურ მოედანზე და წავედი, იქ იყვნენ დეფი, თეა თუთბერიძე, დუტა და სხვა მრავალი ცნობილი პატრიოტა ტიპები. მივედი, ჯარის ფორმა მეცვა და საქართველოს დროშა მქონდა შემოხვეული, მეთქი წამოდით ვიომოთ ერთად, აქცია რას უშველისთქო, ხალხი იხოცება და თქვენ აქ მღერით, არ ჯდება არაფერშითქო. გაოცებულებმა შემომხედეს, კარგი საბჭოთა „ნივიჟუ" ჩამირტყეს და დაიწყეს სანთლების ანთება, სადაც ეწერა „Stop Russia - გამარჯვება მშვიდობისათვის". ეს ხალხი აქციის მერე რესტორნებს შეესია, ჩვენი ბიჭები კი კბილებით იცავდნენ ჩვენს ტერიტორიებს და ზოგს საჭმელი საერთოდ არ ჰქონდა და ვისაც გვქონდა, ისიც რაღაც დიდი საყოველთაო ძეხვები იყო. და ეს ხალხი, რომლებიც საომრად არ წამომყვა, მე მეძახის დღეს რუსეთის აგენტს. სასაცილოც არ არის, უბრალოდ ხალხია ბრმა... 2008 წელს ბიჭები ამერიკის ცრუ დაპირებებს და სააკაშვილის ჯიბის გასქელებას და ოკუპანტისთვის ტერიტორიების გადაფორმებას შეეწირნენ, სამწუხაროდ... ანწუხელიძეს თავი იმისთვის არ გაუწირავს, რომ მიშას მოეწერა ხელი პუტინისთვის მიწების გადაფორმებაზე, მან თავი სამშობლოს შესწირა... ამდენი რამე მინახავს ჩემი თვალით და ვიღაცა გამომიხტება დედის რძე ახალი შემშრალი და პატრიოტიზმზე რომ დამიწყებს ლაპარაკს, აი რა უნდა უქნა?... მტკივა ყველაფერი რაც მოხდა..." - წერს გაბედავა.




 

big_banner
არქივი