logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: საუკუნოდ იყოს ხსენება მისი
- +

6 დეკემბერი. 2016. 15:55



5 დეკემბერს აკაკი ბაქრაძის გარდაცვალების დღეა. ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ბაქრაძის შესახებ წერს:


„აკაკი ბაქრაძე 28.03.1928.-5.12.1999 წ.წ.

 

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ერთფეროვანი საბჭოური დოგმებით გაჯერებულ საზოგადოებაში დიდი სიახლე იყო აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ ლექციებიდან გამოსულნი კვლავ ვუბრუნდებოდით ჩვენს ლიტერატურას,ისტორიას და უკვე სხვანაირად აღვიქვამდით ლიტერატურულ თუ ისტორიულ პერსონაჟებს, ამ ლექციებმა ბევრი რამ მოგვცა, იყო სირთულეები,ხელის შეშლა,მაგრამ მაინც ნაყოფიერი. ჩემი აზრით, გასული საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამ საყრდენზე ამოიზარდა: „ოქროს საწმისი", „საქართველოს მოამბე", საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია-სიონის მრევლი, აკაკი ბაქრაძის ლექციებზე აღზრდილი ახალგაზრდობა.

 

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი", - წერს ვარდოსანიძე.




 

big_banner
არქივი