logo_geo
ირმა ინაშვილი: აპოლიტიკურ სიუჟეტს მოვკარი თვალი „რუსთავი 2“-ზე და...
- +

17 აგვისტო. 2017. 02:37

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს რომელიღაცა აპოლიტიკურ სიუჟეტს მოვკარი თვალი „რუსთავი 2"-ზე და დასათაურებულია, როგორც „პატრიოტული ფარსი", თუ რაღაცა ამდაგვარი. გამეცინა. რატომ პატრიოტული და არა „ნაციონალური ფარსი"?! იმიტომ, რომ ნეგატივი უნდა ახლდეს სიტყვას „პატრიოტი". მიზეზს, იმედია, ხვდებით. „პატრიოტთა ალიანსის" ზიზღის გამო, თუ „რუსთავი 2"-ი სიტყვებს: „პატრიოტი", „პატრიოტიზმი", „პატრიოტული" და ა.შ. არ დააფურთხებს, ძალიან დაგვავალებს. ეს სიტყვა და მისი არსი მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილება არაა", - წერს ინაშვილი.










 

big_banner
არქივი