logo_geo
გივი თარგამაძე: უტიფრობის არშემჩნევა არ შემიძლია! დევნილობაში მყოფ ფიგურას აქვს გავლენა ზოგიერთ ჯგუფზე…
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:33



„უტიფრობის მუდმივად არშემჩნევა არ შემიძლია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე წერს.

 

„ზოგიერთი ჩემი თანაპარტიელი აღშფოთდა ოთო კახიძის პოსტის გამო, რომელიც არ შეიცავდა არც შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას, არ დანაშაულსა თუ შეთქმულებაში მხილებას. არავისთვისაა საიდუმლო პარტიაში განსხვავებული შეხედულებების შიდა დაჯგუფებების არსებობა, რაც აქამდე პარტიის პლუსად ითვლებოდა. არც ისაა ახალი ამბავი, რომ ზოგიერთ ქვეყნის გარეთ, დევნილობაში მყოფ ფიგურას აქვს გავლენა ზოგიერთ ჯგუფზე.

 

საოცარი ის არის, რომ სრულებით დელიკატური ტექსტით აღშფოთდნენ ისინი, ვინც ენმ-ის დეპუტატებს ბრალად დასდო ივანიშვილისგან ფულის აღების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა; ვინც იძახის, რომ პარტიის ერთმა ჯგუფმა პოზიცია ჩამოაყალიბა ივანიშვილისგან არდაჭერის ან ციხიდან გამოშვების პირობის სანაცვლოდ; ისინი, ვინც პარტიის თავმჯდომარის არსებული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის გამო ვაკანტურად დარჩენილ პოსტზე ყველაზე რეიტინგული ფიგურის დავით ბაქრაძის დემოკრატიული წესით არჩევის ბუნებრივი, არაკონფრონტაციული სურვილი მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნად, მისი პარტიიდან განდევნად მონათლა.

 

დიახ, მათ მონათლეს და პარტიაში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში დროშად გაიხადეს. ვინც არ მოერიდა უზრდელობას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას. აი, ეს ადამიანები აღშფოთდნენ და მეც კითხვა გამიჩნდა - რა სინდისით?

 

რამდენიმე თვის წინ მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, პარტიის საპარლამენტო სიიდან გავედი იმისათვის, რომ ოთო და საქართველოს პარლამენტში დღეს წარმოდგენილი სხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსები წასულიყვნენ წინ, ახალი სისხლი შემოეტანათ პარტიაში და ეს ასეც მოხდება. უკვე ხდება. საზოგადოებას სწორად მათ მიერ პარლამენტის თუ სხვა ტრიბუნებიდან მიწოდებული საღი აზრი, მოქმედებათა გეგმა აინტერესებს და არა ფბ-ზე ღვარძლის ნთხევა. მე აქამდე თავგანწირვით ვიბრძოლე ამ ქვეყნის მომავლისთვის. აწიც ასე ვაპირებ. უტიფრობის მუდმივად არშემჩნევა კი არ შემიძლია", - წერს გივი თარგამაძე.




 

big_banner
არქივი