logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ხალხის ბრძოლა სამართლიანი იყო, ხალხმა გაიმარჯვა!
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:38


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გახსნას ეხმიანება და აქვე ფოტორეპორტიორების ფოტოებს აქვეყნებს:

 

„ბოლო მეოთხედი საუკუნე, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში არ მომხდარა გლობალური გახმაურებული ფაქტი, რომ ჩემს მეგობრებს არ გადაეღოთ. ბევრჯერ, თავისი სიცოცხლის ფასად!

 

შემდეგ იყო მათი უკანონო დაპატიმრება, ოჯახებითურთ! გაავებული რეჟიმის წინააღმდეგ და უკანონოდ დაპატიმრებული ფოტოგრაფების აქციებზე მოვდიოდით სუფთა გულით და შიშველი ხელებით...

 

ხალხის ბრძოლა სამართლიანი იყო, ხალხმა გაიმარჯვა!" - წერს ჩრდილელი.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე", ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.


 

big_banner
არქივი