logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: უახლოეს ხანში, „რესპები“ უფრო ბინძურ დავალებას შეასრულებენ!
- +

19 აგვისტო. 2017. 21:25


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საზღვარი არ აქვს ,,რესპუბლიკური პარტიის" ფანტაზიის შიზოფრენიულ გამოვლინებებს. მანიაკალაური და ბოღმით აღსავსე 0.4 პროცენტიანი პარტია უტევს ეკლესიას და მათ ამაში ეხმარება ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" საინფორმაციო საშუალება ,,რუსთავი 2". უსუფაშვილი, ასე თუ ისე, კიდევ ამუხრუჭებდა მარგინალურ ქმედებებს და ახლა „რესპებმა" მთლად აიწყვიტეს. ის განცხადებები, რომელიც კეთდება ანტიქართული ძალის მიერ, მთლიანად შეთანხმებულია ფსევდოლიბერალურ და გლობალისტურ ძალებთან, რომლებისგანაც იღებს დაფინანსებას "რესპუბლიკური პარტია" და „ნაცმოძრაობაც".

 

უახლოეს ხანში, "რესპები" უფრო ბინძურ დავალებას შეასრულებენ. ის ძალები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, ახლა უკვე სექსუალური უმცირესობების აღლუმის გამართვას ითხოვენ ბათუმში, რაზეც სოლიდური თანხაც - 500 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. აღლუმს ორგანიზებას სწორედ „რესპუბლიკური პარტია" გაუწევს",- წერს მჟავანაძე.


 

big_banner
არქივი