logo_geo
თაკო ნაცვლიშვილი: მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!
- +

19 აგვისტო. 2017. 23:19


მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვსი. ამის შესახებ ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!"- წერს ნაცვლიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ victoria secret-მა ახალი შოუსთვის შესარჩევი კასტინგი უკვე დაიწყო. საუკეთესო მოდელებს ნიუ-იორკში არჩევენ. საკუთარი ძალები შოუში მოსახვედრად, ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმაც სცადა.


რუსულმა გამოცემამ www.bazaar.ru თაკო პლანეტის ულამაზეს გოგონებს შორის დაასახელა. თაკოსთან ერთად ჩამონათვალში 14 უცხოელი მოდელი მოხვდა.


მოხვდება თუ არა ქართველი მოდელი წელს, ყველა მოდელის საოცნებო შოუზე 23 აგვისტოს გაირკვევა.


 

big_banner
არქივი